„ეს სერიოზული ამბავია, ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან“ – გიგა ბოკერია სპეცოპერაციაზე

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

„ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – ასე ეხმაურება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მით უმეტეს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან. ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომა დასრულდა – მინისტრებმა სპეცოპერაციაზე კომენტარი არ გააკეთეს
შემდეგი სტატია,,ხელისუფლება ძალიან არასაიმედოა… შუა ქალაქში საბრძოლო მოქმედებების წამოწყებისთვის იყო საკმარისი მიზეზი?“ – თამარ ჩხეიძე