საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებების შეფასება მისი კომპეტენცია არ არის.
„რაც შეეხება შეკითხვას განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო. რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი პრინციპებზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.















