ეს საქმეც ჩაიფარცხება რა თქმა უნდა – გიგაური პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ხაზარაძის წერილზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მისი შანტაჟის თაობაზე და სავარაუდოდ გიორგი გახარიას წერილი რომელიც მან გამოძიებას წარუდგინა გამოუძიებელი დარჩება. ეკა გიგაური “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ პროკურატურას ჩვევაში აქვს იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე მასთან არ თანამშრომლობს და ამიტომ ვერ გამოიძიებენ საქმეს.

“თუ გამოძიებული საქმე მივიტანეთ ეგენი რაში გვჭირდება. თან განცხადებას ერთი მოწმის დაკითხვის შემდეგ აკეთებენ

2. წერილის შინაარსი აღმაშფოთებელია თუმცა ახალი არაფერია. ხელისუფლებას რომ კრიტიკული მედია აღიზიანებს ეს ხომ კარგად ვიცით. ტვ პირველი ახალი სამიზნეა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

3. არჩევნების წინ ხაზარაძემ მართლაც ზუსტად ამ შინაარსის კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადება გააკეთა.

ეს საქმეც ჩაიფარცხება რა თქმა უბდა …. აბა საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრიან კუდს”, – წერს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზში დარჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთმა შტომ ვერ გაბედა
შემდეგი სტატიავახტანგ წერეთელი: ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ