„ეს საქმე არის შეკერილი” – ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები პოლიციელთა მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ლევან ყანდორელაშვილი უდანაშაულოა.

შსს-ის ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ბრალდებული თბილისში დააკავეს, ლევან ყანდორელაშვილის ძმა კი ამბობს, რომ მისი ძმა და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი – გიგა ჭარელიშვილი, სოფელ აღაიანში, ჭარელიშვილის სახლში, 5 თებერვალს დააკავეს.

„ეს საქმე არის შეკერილი. უდანაშაულოები არიან ერთი თუ მეორე. სანამ დააკავებდნენ, ორივე მათგანს იქამდე, ჩვენს სახლებში, ამ ორი პიროვნების ოჯახში შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები ყველანაირი საბუთის გარეშე, გვაყენებდნენ ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცალ-ცალკე მანქანაში ჰყავდათ და მათ აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს, ჩვენ ვიყავით დაკავებულები და, თუ სინი ბრალს არ აღიარებდნენ და ანუ არ დაიბრალებდნენ დანაშულს, მაშინ ჩვენ პრობლემა შეგვექმნებოდა,“ – განაცხადა ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილის ძმამ, გურამ ყანდორელაშვილმა.

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ყანდორელაშვილმა, შურისძიების მოტივით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 40 წლის მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიფოთის თეატრში ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური აბსურდი