“ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი “ქართული ოცნების” რეჟიმის გადაწყვეტილებას, საბჭოს დატოვების შესახებ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას”.

“ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას”, – წერია რუსოპოლუსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

banner
წინა სტატიაში“გამოვდივარ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით” -მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაკობახიძის მტკიცებით, აშშ-ის დაფინანსებამ ქვეყნებს “ომი და განადგურება” მოუტანა