“…ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება”- კორტნი

“გარკვეულწილად, ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს.

“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ…

ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მთავრობა ასე მტრულად განეწყობოდა დემოკრატიისა და დასავლეთისადმი…

გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება”, – ამბობს კორტნი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენ ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი
შემდეგი სტატიადავით კოდუა ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება