“ეს საკითხები უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით, ვინც არღვევს წესებს უნდა გაეცეს პასუხი“ – კობახიძე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების გამო ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწიოს, თავად კობახიძე ჭორს უწოდებს.

ის ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება. კობახიძე ამბობს, რომ მსგავს ჭორებს გუნდის წევრები ავრცელებენ, ამიტომაც ფიქრობს, რომ მსგავსი საკითხები გუნდის შიგნით უნდა გაირჩეს.

„გუნდის დატოვება მოუწიოს. ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან ჩვენ ვიცით რას კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. ანალოგიური ინფორმაციები ვრცელდებოდა ერთი წლის წინათ. გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები, ესეც არის რა თქმა უნდა გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს საკითხები უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით, ვინც არღვევს წესებს მას უნდა გაეცეს პასუხი,“-ამბობს კობახიძე.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ დაიწყო. ეკა ბესელიამ განაცხადა,რომ ის ჩამოთვლილ მოსამართლეებს მხარს არ უჭერს და თანამდებობას ტოვებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს ოფიციალურად დატოვა. დღესვე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ის თავმჯდომარის თანამდებობას შეასრულებს. ახალ თავმჯდომარეს კი დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშისექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.2 მლრდ დოლარი შეადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი ქალი მსჯავრდებული შეიწყალა