ეს საერთაშორისო სკანდალია – ხატია დეკანოიძეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. დეკანოიძის თქმით, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ უსმენდნენ მისსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საუბარს. დეკანოიძე ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სკანდალია.

“მე ვფიქრობ, რომ ყველამ ვისზეც არის ინფორმაცია და გავიდა ინფორმაცია საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში რომელიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში.

ჩემი ეპიზოდი რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის “მთავარზე” “ფორმულაზე” და “ტვ პრიველზე”, ონლაინ გამოცემებში, ეს იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებს შორის. ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე”, – თქვა ხატია დეაკნოიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 252, აჭარაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78 გამოვლინდა
შემდეგი სტატიაფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს დაკითხავენ