ეს საბოტაჟია, რომელსაც ქუცნაშვილი მართავს – მეჭიაურის პასუხი

თიანეთის მერი ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებას პასუხობს. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მუნიციალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა არის და ეს პროცესი სწორედ ქუცნაშვილის მიერაა მართული:
“დიახ, შეფერხებები ნამდვილად იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტენდერი ჩატარდა გუშინ და გამოვლინდა გამარჯვებული, ორშაბათიდან გამოსწორდება მდგომარეობა. დავინტერესდი, რატომ მივიდა საქმე აქამდე, ახსნა განმარტებას ვაწერინებ ყველას. ეს საბოტაჟია.
ვმუშაობ იმ სტრუქტურით და იმ კადრებით რაც დამხვდა, ჩემსას არ ამტკიცებს საკრებულო, რომელსაც ქუცნაშვილი მართავს. მერიის წარმომადგენლები ქვიათ და ქუცნაშვილის წარმომადგენლები არიან. შეშით მომარაგების საკითხიც ხელოვნურად შექმნეს და საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს. ახლა კი მეჭიაური ხალხს ყინავსო, ამბობენ” განაცხადა მეჭაირუმა.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი : თიანეთის მერიის არაკომპეტენტურობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია
შემდეგი სტატიაპროკურორმა მუხტარლისთვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა