ეს რეკომენდაციები, რომელიც კომისიაშია ინიცირებული, არ იქნება ერთადერთი – სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არამხოლოდ კონკრეტულ რეკომენდაციებს, არამედ კომისიაში მიმდინარე მუშაობასაც.

“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და იმ პროცესზე, რომელიც არის, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც განხილული უნდა იყოს კომისიაზე. ჩვენ დღის წესრიგის მიხედვით დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ეს რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. ჩვენ კიდევ გვექნება მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები, ისევე როგორც იქნება საბოლოო დასკვნა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საუბარია ორი რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთის მხრივ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე – ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.

banner
წინა სტატიაშიდაისვა საკითხი, რამდენად აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე
შემდეგი სტატიალტოლვილთა საერთაშორისო დღეს – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა მიღება გამართა