,,ეს რჩეულიშვილების ოჯახის გენოციდია! საზოგადოება ასეთ სიმხეცეს არ უნდა იტანდეს!“ – თამარ ჩხეიძე

ამ ოჯახის ამოწყვეტით იმათ დაკარგულ ფულს ვინ დაუბრუნებს ან ბინებს ვინ აუშენებს, ბიძინა? – ,,ცენტრპოინტის“ საქმეს ეხმაურება ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე და საკუთრი ფესიბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს
,,რა თქმა უნდა ბინების საქმეში დაზარალებულები თანაგრძნობას იმსახურებენ და მათ ინტერესებს დაკმაყოფილება ჭირდება. მაგრამ ის რაც ხდება რჩეულიშვილების ოჯახის მიმართ, ეს შემზარავია, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას- ოჯახის გენოციდია!,წარმოუდგენელი სისასტიკე და ბარბაროსობაა ასე ოჯახის განადგურება! თანაც ამით ხომ სინამდვილეში დაზარალებულების ინტერესებს არავინ იცავს, პირიქით! ამ ოჯახის ამოწყვეტით იმათ დაკარგულ ფულს ვინ დაუბრუნებს ან ბინებს ვინ აუშენებს, ბიძინა? ხელისუფალთ რომ მართლა სამართლიანობა აწუხებდეს, ეს ხალხი წამებით სიკვდილისთვის კი არ უნდა გაეწირათ, არამედ დაეკისრებინათ მათთვის მოვალეობის შესრულება და ხელიც შეეწყოთ ამაში!

საზოგადოება ასეთ სიმხეცეს არ უნდა იტანდეს!“ – წერს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოზურგეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიამოსამართლეების კონკურსი ივნისამდე დასრულდება