ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა – მელია

„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.

„ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა“- წერს მელია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიქართულ ოცნებას“ ამ კანონპროექტის შემოტანისთვის მხოლოდ მადლობა შეგვიძლია, ვუთხრათ, რადგან ქართული საზოგადოება გამოაცოცხლეს – ხვიჩია
შემდეგი სტატიაზუსტად იგივე კომისიას შევთავაზე მუშაობა, რომელიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო შერჩეული – პაპუაშვილი