”ეს ქვეყანა არ არის ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირიქით, ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთო”- ჭიჭინაძე

ეს ქვეყანა არ არის ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირიქით, ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთო – ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკურ მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

”ეს ქვეყანა არ არის ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნაზე. პირიქით, ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთო. კვალიფიციური მუშა ხელი ევროპას სჭირდება, ჩვენ უზრუნველყოფას მოვახდენთ იქ ლეგალურად რომ იმუშაოთო. ჩვენ ვხედავთ, ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე, პროდუქციის ექსპორტს კი არ ვაკეთებთ, თავისუფალი ვაჭრობიდან გამომდინარე, ჩვენ ხალხის ექსპორტით ვართ დაკავებული. ხალხის ექსპორტით დაკავებით ეკონომიკა ვერ გაიზრდება. აქტიური ბიზნესი აქ არ იქნება. ის ადამინები ვინც აქტიურები არიან, ბიზნეს აწარმოებენ, ფინანსების მოძიება შეუძლიათ, ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლიათ, სწორედ ამ ხალხისგან ვიცლებით”,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ადამიანია უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“ არ გაითიშება და გააგრძელებს მაუწყებლობას – პაატა სალია „სტერეო პლუსის“ განცხადებას პასუხობს