პარტიის „ჩვენ“ თანათვმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, რაც უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ორთვიანი უწყვეტი პრიოტესტის შედეგია.
მართალია, „ოცნების“ წარმოამდგენლები დასავლეთის სანქციებს ჯილდოდ მიიჩნევენ, მაგრამ ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის ნათელი მაგალითია, რომ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების აღიარებას ცივილური მსოფლიო არ აპირებს და შესაბამისად, არც „ოცნების“, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოხდება.
ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ აიძლებს, უკან დაიხიოს და მხოლოდ სინდისის პატიმრები კი არ გაათვისუფლოს, არამედ, ახალი არჩევნებიც დანიშნოს!
დიახ, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ქართველი ხალხი გამოვა და ეს გამარჯვება, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, იმ მრავალფეროვანი პროტეტის შედეგი იქნება, რომელიც ზუსტად ორი თვეა გრძელდება!
ჩვენი ძალა მრავაფერვნებაშია!
ჩვენ – ხალხი გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დიქტატურას ვერავინ დაამყარებს!
აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო „ოცნების“ პირველ პოლიტპატიმარ ქალს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. პარტია „ჩვენ“ უერთდება საზოგადოებსი სხვადასხვა ფენის მოთხოვნას, რათა დაუყვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 16 დღეა, შიმშილობს და ასევე, ყველა სინდისის პატიმარი!“