“ეს ქამრების შემოჭერა არ არის! 11 მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი ვალია, ხოლო 560 გრანტი”- გოცირიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, 11 მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი ვალია, ხოლო 560 გრანტი.
„არ მახსოვს, მათ შორის შევარდნაძის პერიოდშიც კი, რომ ბიუჯეტის შემოსავლების 54 % ვალით და გრანტით ყოფილიყო ფორმირებული, და არა საკუთარი წყაროებით.
11 მილიარდიან ბიუჯეტში, 8 მილიარდი არის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალი. ამას რა თქმა უნდა, უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტზე თუ როგორ მოხდება მისი ფორმირება.
ეს ყველაფერი უმძიმეს ვითარებას ქმნის როგორც ფისკალური ასევე მონეტარული კუთხით, ასეთ დროს, ჩვენ მიგვაჩნია რომ ბიჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი არ შეესბამება ეკონომიკის მოთხოვნებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 540 მილიონამდე თანხები შემცირებულია, ეს არაა ქამრების შემოჭერა.“ -აგანცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხი კლინიკას გუშინ დაემატა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ არაჩვეულებრივ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ძირითად შემთხვევებში წყარო დადგინდება