13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“ეს ქალი ჯერ გადამეღობა, მერე ავტობუსში ამოდიო და ძალადობაზე გადავიდა, პოლიციაში განვაცხადე” – ანა კომლაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანა კომლაძე სოციალურ ქსელში გუშინ 9 აპრილის მემორიალთან მყოფი ქალბატონის ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

“გიზიარებთ ამბავს, რომელიც გუშინ შემემთხვა.

9 აპრილს, ცხადია, ვიყავი რუსთაველზე, ჩართული მქონდა ლაივი და ვაფიქსირებდი მიმდინარე მოვლენებს.

მოძრაობისას, პოლიციასთან მდგომი ეს ქალი გადამეღობა და აღარ მაძლევდა წინ გდაადგილების საშუალებას. ცდილობდა შევეტენე ხალხის მასაში. როცა ვკითხე, ვინ იყო და რა უნდოდა, მიპასუხა, მერე დაგელაპარაკებიო. პოლიციას ამაზე რეაგირება არ ქონდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებულად აბრკოლებდნენ ადამიანების გადაადგილებას.
მე მოვახერხე და დავაღწიე მათ თავი. გავიწიე წინ. შემდეგ დავდექი ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში და იქიდან გავაგრძელე ლაივის გადაღება.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დავინახე ეს ქალბატონი მის თანმხლებ კიდევ ერთ ქალბატონთან ერთად. მივედი მასთან და ისევ ვკითხე, ვინ იყო, რა უნდოდა ჩემთან და რას დამელაპარაკებიდა.მერე ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდნენ. მე კვლავ ვცდილობდი გამეგო ვინ იყო და რატომ მკრავდა ხელს. წამობრძანდი დაგელაპარაკებიო. ავყევი ავობუსში, იქ კი მალევე ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა. ვუთხარი რომ პატრულს გამოვიძახებდი. ჩავიდა ავტობუსოდან და პატრულს არ დალოდებია.
აღნიშნულის შესახებ განვაცხადე პოლიციაში.
ამ ქალბატონმა საქმე თვითონვე გამიადვილა, ჩემი პროფილი მიინახულა, რის შემდეგაც უკვე ადვილი იყო მისი იდენტიფიცირება.
მისი სოც. ქსელიდან თვალსაჩონოა, რომ არის ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი პირი.
ჩანს კავშირი კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან.
ეს ყველაფერი მაძევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მობილიზება და მათ მიერ ხალხზე ძალადობა იყო ორგანიზებული.
სამი საათი დავყავი გუშინ პოლიციაში ამის დასაწერად. სამი საათი დასჭირდა იმას, რისი დაწერაც რამდენიმე წუთში შეიძლებოდა.
ინტერესით ველი როგორ წარიმართება გამოძიება.

ლაივის ლინკს კომენტარში ავტვირთავ”,_ წერს სოციალურ ქსელში ანა კომლაძე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია: ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა – რომ არა მისი ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გაცილებით მეტი იქნებოდა