ვაკის N8-ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” აქტივისტი დააფიქსირეს, რომელიც მოქალაქე დავით ნებიერიძის თქმით, დილიდან საარჩევნო უბნის წინ დგას თავის აქტივისტებთან ერთად, ურეკავს ამომრჩევლებს და თავაზობს უფასოდ მანქანით მომსახურებას, რათა მოიყვანოს და ხმა მიაცემინოს ქართული ოცნებისთვის.
“ეს ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონმდებლობის დარღვევაა. ჩვენი გამოჩენისთანავე გამოიძახა თავისი პარტიის ზონდერები, რომელთანაც შელაპარაკებაც კი მოგვივიდა. თუმცა სიმართლე იმარჯვებს და კუდამოძუებულები გაიძურწნენ. თუმცა ეს ქალბატონი მაინც არ იცვლის ფეხს და თავხედურად აგრძელებს თავის დანაშაულებრივ საქმიანობას”- წერს მოქალაქე.