“ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს”- თამაზ მეჭიაური თინა ხიდაშელზე

ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარე ეხმაურება.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ხიდაშელის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი საქართველოს მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს.

მეჭიაური ამბობს, რომ ხიდაშელის ქმედებებზე პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრმაც უნდა აიღოს.

„ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს და ვინც ამას ამდენი ხანი აჩერებს, იმან პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს, მათ შორის პრემიერმინისტრმაც. არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველ ნაბიჯზე, სადაც კი ამის საშუალება ეძლევა. ახალ ეტაპზე გადასვლა რაში გამოიხატება არ ვიცი, ორი ტანკი რომ შემოიყვანეს სასულე ორკესტრი? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამითი აპირებენ? ჩვენ დიდი ხანია ველოდებით და ჯერჯერობით დამატებით საფრთხეებს უფრო ვხედავ ამ ქალბატონის ქმედებებში, ვიდრე რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას,“- განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი ჟურნალისტის პოლონური წიგნი
შემდეგი სტატიაპრემიერს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვა სჭირდება