2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“ეს პუტინსაც არ გაუბედავს” – “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი ფაკულტეტების განაწილებაზე

“ეს პუტინსაც არ გაუბედავს”, – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე და ფაკულტეტების განაწილების საკითხს ეხმაურება.

მთავრობის მიერ პირველივე მოსმენით მიღებული გადაწყვეტილება მიქელაძის შეფასებით კატასტროფაა.

„ეს პუტინსაც არ გაუბედავს, რომ ერთი ხელის მოსმენით, ერთ დღეში სრულად დაემორჩილებინა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კატასტროფაა.

ეს ქარდი დაიმახსოვრეთ როგორც ავტორიტარიზმის გაფორმების კიდევ ერთი ისტორიული მომენტი ჩვენს ქვეყანაში“ — წერს თამთა მიქელაძე.

👉 როგორ გაანაწილა „ოცნებამ“ ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში:

📍 თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
📍 სტუ – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ – მედიცინის სპეციალობები ილიაუნი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები
📍 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები
📍 სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი სპეციალობები
📍 ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური სპეციალობები
📍 ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა

banner
წინა სტატიაში“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ომს მოიტანს” – ვიქტორ ორბანი
შემდეგი სტატია“რეალურად, ხდება მათი ტექნიკუმად გადაკეთება” – თსუ-ის ლექტორი მთავრობის გადაწყვეტილებაზე