„ეს პროცესი შეიძლება, უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ“

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, “ქვეყანაში არ არის სამართლიანობის განცდა, სამართლიანობა უნდა დადგეს და ეს პროცესი შეიძლება უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ”.

 

“სისტემური ცვლილებებისათვის კოალიციური და გარდამავალი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტიანი იყო. ქვეყანაში არ არის სამართლიანობის განცდა, სამართლიანობა უნდა დადგეს და ეს პროცესი შეიძლება, გავაიგივოთ სისტემური თვითწმენდის, უსისხლო და უდანაკარგო შიდა რევოლუციასთან”, – აცხადებს შარტავა.
მისი თქმით, „ეროვნული ფორუმის“ ამოცანაა, შედარებით მშვიდ გარემოში, ერთხელ მაინც დამოუკიდებლად გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები.
“არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აწუხებთ და ფიქრობენ, რომ გადასაჭრელია. მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში მაინც არ არის სამართლიანობის განცდა. ვფიქრობ, სისტემური ცვლილებებისათვის კოალიციური და გარდამავალი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტიანი იყო. თუმცა შეეძლო, მოემზადებინა საფუძველი, რომელზეც შემდეგი ხელისუფლება გააგრძელებდა მუშაობას. „ქართულ ოცნებას“, რომელიც ახლა პარტიად ყალიბდება, ჯერ კიდევ აქვს დრო იმ საფუძვლის მოსამზადებლად, რომელზეც ხვალ-ზეგ სამართლიანობა უნდა დადგეს. ეს პროცესი შეიძლება, გავაიგივოთ სისტემური თვითწმენდის, უსისხლო და უდანაკარგო შიდა რევოლუციასთან“, – აცხადებს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ 3 აპრილს  კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.
banner
წინა სტატიაშიარჩევნების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური – მე უნდა ვიყო მომავალ პარლამენტში