“ეს პროცესი არის წყალგამყოფი, სად იქნება ჩვენი სახელმწიფო”-ლაშა ტუღუში “რუსთავი2-“-ის საქმეზე

2 მარტს უზენაეს სასამართლოში ჩანიშნული “რუსთავი 2”-ის პროცესის ფორმატსა და მოსამართლეთა შემადგენლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მედია ექსპერტები. “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის” წევრი, ჟურნალისტი ლაშა ტუღუში, “რუსთავი 2”-ის საქმეს ე.წ. წყალგამყოფს უწოდებს და მიმართავს მოსამართლეებს, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იქნება სახელმწიფოს განვითარებისთვის.

„ეს პროცესი არის წყალგამყოფი, სად იქნება ჩვენი სახელმწიფო. ვიქნებით იმ ნაპირზე, სადაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა მიმდინარეობს, თუ ნაპირზე, სადაც ასეთ ქვეყნის მშენებლობა არ მიმდინარეობს. ამიტომ, მინდა მივმართო სასამართლოს, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეს და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზიანო იქნება ზოგადად სახელმწიფოს განვითარებისათვის,“ – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშიძალის დემონსტრირება და ეკლესის დისკრედიტაციის მცდელობა – ნიკა რურუა ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიასხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა-პროკურორი წიკლაური ე.წ. ციანიდის საქმეზე