“ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა”- რომან გოცირიძე ივანიშვილს პასუხობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ცოცირიძის განცხადებით, ის ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ ორ ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან აქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.
”ექსპერტის სტატუსით ორ ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არცერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ, რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მე-5 ფორუმია, საიდანაც ორს ვესწრებოდი კიდეც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“, ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ფორუმზე”ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე განაცხადა, რომ ”რომან გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა”.
ივანიშვილმა ამ კონტექსტში თქვა, რომ ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: საზოგადოების ერთ ნაწილს უჭირს ისევ, როგორც უჭირდა, თუმცა აშკარა პერსპექტივა გაჩნდა
შემდეგი სტატიაგოდერძის უღელტეხილზე თოვს