“ეს პოლიტპატიმრები იმიტომ დააკავეს, რომ რუსეთს უპატაკონ, “მოძალადეები” დაიჭირეს… ერთ დღეს ყველა მთავრობა მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, წახვალთ თქვენც” – კემულარია

“გამარჯვებული საქართველოს” ოფისში ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც კოტე კემულარიამ განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებები სამართალდამცავებს მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააწერინეს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს.

მისი თქმით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ყველაფერი არის ფალსიფიკაცია.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ივანიშვილის ტყვე, მორის მაჩალიკაშილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობდა არის პოლიტიკური პატიმარი და ასევე ტყვე, ბეჟან ლორთქიფანიძე, ჩვენი საზოგადოების ცნობილი პიროვნება არის ასევე პოლიტიკური პატიმარი და ის 19 ახალგაზრდა, რომელიც არის დაპატიმრებული უსაფუძვლოდ, ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე არის პოლიტიკური პატიმარი, არის გმირი, რომლებიც თავისანთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, დეოკუპაციისთვის იბრძოდა და ის ვინც ოკუპანტებთან, დღეს გამოყავთ გმირებად და ეს ბიჭები, რომლებიც საქართველოს იცავენ და საქართველოს პატრონობენ, გულშემატკივრობენ თურმე, მოძალდეები და თურმე რადიკალები არიან, ნიკა მელია, რომელიც გამოკეტეს სახლში, რომელიც ჩამოაცილეს ძალადობრივად, პოლიტიკურ პროცესებს ასევე არის პოლიტკური პატიმარი. მე მინდა გითხრათ, ძალიან შემაშფოთებელი და სამართლებრივი პრაქტიკა, როდესაც, პოლიციელებს, მაღალი რანგის სამართალდამცავებს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, დააწერინეს ჩვენებები, სრულიად უბადრუკი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს, რომ მათ დაინახეს ოქრუაშვილი, თურმე, რომ რაღაცას ხელმძღვანელობდა და თვითინაც ვერ ამბობენ რას და აპელირებენ კადრებზე, სადაც ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გარდა რაღაც უაზრო წითელი ისრისა, არაფერი არსად არ ჩანს, ეს არის მღელვარება, რომელიც გამოწვეული იყო უგვანი კობახიძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ არ გადადგებოდა და ეს ხალხის სწორედ ამას ითხოვდა, ვინც იქ მისული იყო, ანუ მიდის ფალსიფიკაცია და იმის უნარიც არ აქვს ივანიშვილის პროკურატურას და გახარიას, რომ თარიღები მაინც შეცვალონ, და დაამსგავსონ ისე, რომ ერთი თვის და ათი დღის მერე კი არა დაკითხეს ვიღაც პლიციელი, რომელიც ოქრუაშვილი დაინახა და წინა დღეს სადან დააკავებდნენ, არამედ ცოტა ადრე თუ ამას იძიებდნენ ოქრუაშვილზე, ეს ყველაფერი არაფერი არ არის. ოქრუაშვილზე არანაირი, მტკიცებულება არ არის ბატონებო, ამას ქვია ერთი სახელი, ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ.
ეს პოლიტიკურ პატიმრები დაკავებული არიან იმიტომ, რომ რუსეთს უპატაკონ, რომ მოძალადეები დაიჭირეს და რამე კი არ იყო ანტირუსული, არამედ ესენი ძალადობდნენ, პარლამენტში უნდა შეჭრილიყვნენ და ეს ლამაზი ხელისუფლება უნდა დაემხოთ. როგორც მიცვალებულს ასვენებენ როდესღაც, ისე ნებისმიერი მთავრობა მთავრდება. ერთ დღეს ყველა მთავრობა მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, წახვალთ თქვენც, მაგრამ მთავარია, როგორ წახვალთ,” – აღნიშნა კემულარიამ.

banner
წინა სტატიაშილარის მასშტაბური გაუფასურება გრძელდება – 1 დოლარი 3 ლარი ღირს
შემდეგი სტატიადღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული – გვენეტაძე