10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის”- გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ Trump Tower Tbilisi-ის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  აღნიშნული პროექტის თბილისში განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, მძლავრ სოციალურ პაკეტს ნიშნავს.

“უშველებელი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის.

ეს სამუშაო ადგილების შექმნას, მეტ ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, უფრო მძლავრ სოციალურ პაკეტს ნიშნავს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.

პროექტი, რომელიც “Archi”, “Biograpi Living” და “Sapir Organization”-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაში“რუკა იცვლება, მაგრამ ამბიცია – არა”- რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია UFC-ის ივენთიდან
შემდეგი სტატიაTasnim: ირანს პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება არ მიუღია