“ეს პოლიტიკური საკითხია და არა პრობლემა”- ვინ აირჩევს პრეზიდენტს, ხალხი თუ პარლამენტი?

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ მოხდეს, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.

რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მარგველაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრთა ამ განცხადებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე არ დგას.

“უცნაური იყო ის, რომ არჩევნების მეორე ტური არ იყო ჩატარებული კი არადა, ჩანიშნული, როცა ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუცია არის შესაცვლელი და პრობლემას პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს. არჩევის პრაქტიკა ყველაზე დაფუძნებული პოლიტიკური გამოცდილება არის.

“ბევრნაირი სისტემა არსებობს, ეს სისტემები ფუნქციონირებს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. კითხვის ნიშანი ისმება იმაზე, რომ რა საჭიროა ეს ცვლილება. მაგალითად გინდათ რომ ერთი კედელი დაანგრიოთ და მეორე ააშენოთ, რატომ გჭირდება ხო იცი? ამ იდეას, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩიონ, რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს იდეა არანაირ კავშირში არ არის იმ გამოწვევებთან, რაც საქართველოში არსებობს. ეს პოლიტიკური საკითხია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“მე ამას გავაკეთებ” – პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიყო თუ არა 7 ნოემბერს ატომური ომის საფრხე?