ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები – ვაშაძე

ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები – ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს. ვაშაძის თქმით, ამგვარი ხერხით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი ვერ გამოსწორდება.

„ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური რეპრესიები დადგა მას შემდეგ, რაც 20 და 21 ივნისს ხელისუფლებამ, რომელიც თითებით და ბრჭყალებით არის ჩამოკიდებული თავის კაბინეტებზე, დაინახა განრისხებული საქართველოს მოქალაქე. მათ ჰგონიათ ახლა, რომ ეს რეპრესიებით, წარმატებული ბიზნესმენების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული მედიამენეჯერების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული პოლიტიკოსების ან იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის წამყვან ხმებს წარმოადგენენ , განხორციელებული რეპრესიები მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს, მოქალაქეების ნდობას დაუბრუნებს, ლარის კურსს გაამყარებს, ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის გამომუშავებაში დაეხმარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს გაამტკიცებს. ამაზე დიდი კლინიკური იდიოტიზმი წარმოუდგენელია,“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში,,თანამდებობის პირების განცახადებები, ლარის გაუფასურებაზე ოროსანი მოსწავლის პასუხს გავს”
შემდეგი სტატიაგვარამიას ხვალ 11:00 საათზე სასამართლოში გამოკითხავენ