15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ეს პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვული კატასტროფის ზღვარზე უგუნური თამაშია”- კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება.

„ეს არის საზარელი ტერორისტული აქტები, რომლებიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლას. მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, იყენებს „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს – სისტემებს, რომლებიც ბირთვული ქობინების სატარებლად არის შექმნილი. ეს პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვული კატასტროფის ზღვარზე უგუნური თამაშია“, – წერს კალასი.

მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, როგორ გააძლიერონ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“ეს უაზრო აგრესიული ომი უნდა შეწყდეს. უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე”- ფინეთის პრეზიდენტი