25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს”- ირანის საგარეო უწყება ტრამპის ახალ სანქციებს ეხმაურება

ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციები წარუმატებელი იქნება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ეკონომიკური სანქციები, რომელთა შესახებაც ტრამპმა გამოაცხადა, განმეორებადი სცენარია და ამერიკული პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. ეს ფილმია, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა“, — აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკელი ლიდერები სამხედრო ოპერაციიდან ისევ ძველ გეგმებს უბრუნდებიან, მათ სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს.

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვაა“, — დასძინა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითამთა კახიძე: ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიდან იკვეთება, რომ ადამიანის ციხეში გაშვებას პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავს
შემდეგი სტატიათბილისში ავტომობილი ამოყირავდა — დაშავებულია 3 ადამიანი