დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგია. განცხადება ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს არის რიგი პოლიტიკოსების აკვიატებული იდეა, რომლის განხორციელებაც მათ მეტი დაფინანსების მისაღებად სჭირდებათ.
„მე არ მეგულება არცერთი ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს, რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ორგანიზაცია რომ დაიშალოს, მერე კონსტიტუცია უნდა გადავხიოთ? ეს არის ჩვენი სირცხვილი, აკვიატებული იდეა ცალკეული პოლიტიკოსების, რომლებსაც უნდათ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება და ქულები მიიღონ დასავლეთისგან ამ იდეების განხორციელებით,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.