6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

“ეს ოცნებაა, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ”- ირანის პრეზიდენტი ტრამპს პასუხობს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს უბოდიშებს

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის.

„მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება „უპირობო დანებების“ შესახებ, „ოცნებას წარმოადგენს“.

„ეს ოცნებაა, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებით“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია “იმედს” უჩივის! რაში დასჭირდა საელჩოდან გაპარვა?