14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

“ეს ნიშნავს უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში” – ევროპარლამენტარი ორბანის დამარცხებაზე

ევროპარლამენტარი ტინეკე სტრიკი ვიქტორ ორბანის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ეხმაურება.

“ეს დამაჯერებელი გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ევროკავშირისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ ორბანმა საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში მოაქცია; ის მუდმივად ძირს უთხრიდა ევროპის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკას. ასე რომ, ეს ნიშნავს უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში და მის მონაწილეობას კონსტრუქციულ კოალიციაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ როგორც მაგიარი დაჰპირდა ხალხს დააბრუნოს ფული. ის ასევე მზად არის განახორციელოს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროპული ღირებულებებისა და წესების დასაცავად. სტრატეგიული მიზეზების გამო, მე მას ნამდვილად მივცემდი ხმას. და ამას ხედავთ აქაურ ბევრ პროგრესულ ამომრჩეველშიც. მათი პირველი და მთავარი მიზანი ორბანის დამარცხება იყო. ეს კი მხოლოდ პეტერ მაგიარის გამარჯვებით იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით ახლა, როცა მას ხმების ორი მესამედი აქვს, ეს დიდი გამარჯვებაა. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია განახორციელოს ის რეფორმები, რომლებსაც ხალხი ასე მოუთმენლად ელის. დიახ, ნამდვილად გამიკვირდა, რადგან ის ჯერ კიდევ შედეგების გამოქვეყნებამდე ეჭვქვეშ აყენებდა პროცესს, საუბრობდა ევროკავშირის მხრიდან ჩარევაზე, დარღვევებზე და ა.შ.. ამიტომ გამიკვირდა, რომ ეს ასე სწრაფად გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ავტოკრატი არ იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლებას უფრო დიდხანს და მძაფრად ჩებღაუჭებდა, – თქვა სტრიკმა.

banner
წინა სტატიაშიკირ სტარმერი: ამ ომში არ ჩავერთვებით
შემდეგი სტატია“წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”- მათიკაშვილი უნგრეთის არჩევნებს აფასებს