“ეს მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას გვიქადის”- სააკაშვილის პროგნოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თვალს ადევნებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრესკონფერენციასა და ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ის რაც ხდება სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა.

“ის რაც ხდება ეს არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე. ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო ამერიკის პრეზიდენტის მიერ და საერთოდ აღარ მოიხსენება პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ზუსტად რაც არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ, რომ ეს გვიქადის ჩვენ მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას.

კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, მოვწონდით არ მოვწონდით, ჰქონდა რაღაც სიმპატიები, თუმცა ყველას ჰქონდა, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო ეხსენებინათ, იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებინა, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე, და ვაწუხებდით ყველას”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე გახარიაზე: თუ ასეთი არაგუნდური იყო, თუ ასეთი მოღალატე იყო,რატომ დააწინაურეთ?!
შემდეგი სტატიავასაძე: მოვუწოდებ “ოცნების” ლიდერებს გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი