ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ნაციონალური მოძრაობისთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის

chixradze_1„ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ნაციონალური მოძრაობისთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის,” – ასე აფასებს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და პროკურატურის უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი.

„ნაციონალურ მოძრაობას რომ არ გამოეყენებინა ეს თემა, წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე უმაღლესმა ინსტანციამ, საერთაშორისო სასამართლომ, დასტური მისცა მათ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მათთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე და ამბობს, რომ დღეს „მმართველ გუნდს სასიხარულოდ საქმე არა აქვს”.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და საქმეში არსებულ ხარვეზებზე დროული გამოძიების არდაწყების გამო შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს – იური ლუცენკო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ვანო მერაბიშვილის ადვოკატი და მხარდამჭერები შოკში არიან