8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“ეს მხოლოდ დასაწყისია” – აშშ-ის ომის მინისტრი ირანზე დარტყმებზე

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ომის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ მზადაა, ირანთან ომში წარმატების მისაღწევად იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭიროა.

„არც მტერს ეუბნები, არც პრესას, არც არავის ეუბნები, რა შეზღუდვები გვექნება ოპერაციაზე“, – აღნიშნა ჰეგსეთმა CBS-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ გამარჯვებისთვის იბრძვის და ირანის კაპიტულაციის პირობებს დონალდ ტრამპი დაადგენს.

„გვეცოდინება, რომ ისინი ბრძოლის უნარიანები არ არიან. იციან თუ არა, ისინი ბრძოლაში არაეფექტურები იქნებიან, ისინი დანებდებიან“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს და შემცირებას გააგრძელებს.

“ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ნავი იქნება ჩაძირული. ამიტომ, მათი უნარი, საზღვაო თვალსაზრისით, ამ ტერიტორიაზე რაიმე ძალა გამოავლინონ, მცირდება. მცირდება და სულ უფრო და უფრო შემცირდება. ეს მხოლოდ დასაწყისია”, – აღნიშნა ჰეგსეთმა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა