19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
banner

“ეს მიზანმიმართული რეპრესიაა” – სალომე ზურაბიშვილი “ბათუმელების” ანგარიშის ინკასოზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.

„ტერორი საქართველოში – მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა – აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს გამოცემა „ბათუმელებმა““გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ისინი აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ისევ ისროდნენ – ამჯერად შარტავას ქუჩაზე
შემდეგი სტატიათუ ასე გააგრძელებენ, მათ ეკონომიკას გავანადგურებთ – ლინდსი გრემი ჩინეთზე, ინდოეთსა და ბრაზილიაზე