„ეს მეკობრული აქტი დაგეგმეს ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა”

“პოლიტიკურად დევნილი ჟურნალისტის გატაცება, რაც განხორციელდა თბილისის ცენტრში წარმოადგენს ადამიანობისა და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს მეკობრული აქტი დაგეგმეს ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სტრუქტრუების გამოყენებით. აღნიშნულის გამო საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება, ინვესტიციების შემოდინება, ეკონომიკის მდგრადობა, ეროვნული ვალუტის სიმყარე .მე მაქვს თხოვნა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან , ევროპის კავშირთან აღნიშნულის გამო დასაჯონ არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ ქვეყნის კრიმინალი დე ფაქტო მმართველი ივანიშვილი, რომლის კრიმინალური მილიარდები ქაციებისა და საბანკო ანგარიშების სახით განფენილია მთელი ევროპის ტერიტორიაზე და რომელმაც საკუთარ ბიზნესს, საკუთარ მილიარდებს ამჯერადაც გადააყოლა ქვეყნის, თითოეული მოქალაქის, ოჯახის ინტერესები, მათი მომავალი და ბედნიერება და იმედები. კავკასიას დღეს მართავს ორი მაფიოზური ოჯახი ალიევის და ივანიშვილის და საერთოდ მსოფილოს მართავს ის, ვინ ფლობს ენერგორესურსებს, ნავთობსა და გაზს”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/natelashvilishalva/videos/1611771665502652/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიგორის ვიცე მერის სახლში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო – შსს
შემდეგი სტატიააშშ ავღანეთში გეგმებს კარდინალურად ცვლის და 4000 ჯარისკაცს აგზავნის