„ეს მძიმე პროვოკაცია დაგეგმილ ელფერს ატარებდა“ – გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის მოვლენებზე

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება:

„მინდა ორიოდე სიტყვით მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მოთმინებული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციისთვის თავისარიდება და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მსურს პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილ ელფერს ატარებდა, გამოძიება აუციილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის წევრები 17 საკითხზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : ”გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაზის ტარიფი გაიზრდება