“ეს მათი პასუხისმგებლობაა” – “ქართული ოცნება” “პატრიოტების” მოსკოვში ვიზიტს აფასებს

ფრაქცია „პატრიოტების“ მოსკოვში ვიზიტის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მართავს მოლაპარაკებებს რუსეთში, შესაბამისად, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მოლაპარაკების გამართვას სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც ის ოკუპანტი იყოს, ვერ აუკრძალავენ.

„ის დამოუკიდებელი პარტიაა და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა მათი ამომრჩევლის წინაშე. მე ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ არის პროევროპული და პროდასავლური პარტია და ჩვენი პოლიტიკის მთავრი ვექტორი არის პროდასავლურობა. დანარჩენმა პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი იძულების მექანიზმი, ბუნებრივია, დემოკრატიულ სახელმწიფოში რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, თვითონ აგებენ იმაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მმართველი პარტია პროდასავლურია, ხოლო სხვა ფრაქციების პოლიტიკურ ვექტორზე პასუხს არ აგებენ.

„გამოვრიცხავ სახელმწიფოს შესაძლებლობას, ნებისმიერ პოლიტიკურ სპექტრს აუკრძალოს გარკვეული საერთაშორისო ხარისხის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ის პირდაპირ არ ხელყოფს ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება – ფრაქციის თავმჯდომარე რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს