ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა – ბესელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეთათვის ბრალის წარდგენაზე

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

კორცხელის ინციდენტის მონაწილე 6 პირი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულად სცნო. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც ხულიგნობას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ეკა ბესელია აღნიშნულ საკითხს უპრეცენდენტოს უწოდებს:

„იმ პერიოდში, როდესაც იყო უამრავი ძალადობრივი თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის იყო უსასტიკესი ანგარიშსწორებები, არასოდეს არ მაქხსოვს, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყოს და ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ კანონისა და სამართლის სიზუსტით მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, სასამართლომ და გამოძიებამ იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა ზაფხულისათვის ათასი ერთეული ტექნიკა მოამზადეს
შემდეგი სტატიაავსტრიაში უცნობებმა მიგრანტების ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს