„ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა”- GFK-ის ვიცეპრეზიდენტი კონკურენტ მკვლევარ ორგანიზაციებს პასუხობს

დღევანდელ პრეზენტაციაზე GFK-ის ვიცეპრეზიდენტმა კონკურენტი მკვლევარი ორგანიზაციების მოწოდებას უპასუხა, რომელიც ანკეტებისა და საველე სამუშაოებთან დაკავშირებული მონაცემების გასაჯაროებას უკავშირდება.

„ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ორგანიზაციის რეგულაციებს, გაუგებარია, როგორ შეიძლება ისეთი მონაცემების გასაჯაროება, რომელიც რესპონდენტს უკავშირდება,“- განაცხადა ვადიმ ვოლოსიმ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჩატარებული კვლევა არის ანონიმური.

რუსთავი 2-ის ეთერით გასაჯაროებული ეგზიტპოლების შედეგებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების დაეყრდნობიან და გამოიყენებენ. ამ მონაცემების მიმღები არის ტელეკომპანია ტაბულაც.

„იმ ირაციონალური და სრულიად აუხსნელი შიშის ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ეგზიტპოლების მიმართ აქვს, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დამკვირვებლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს რამდენად პროფესიონალურად, სტანდარტებით აკეთებენ კვლევებს,“- განაცხადა ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : გიორგი კვირიკაშვილს დღეს დებატებში ველოდები