“ეს კომისია შექმნილია კომისიისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაფერ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ბოტკოველის თქმით, ყველამ იცის, რომ ხელისუფლებამ კომისია შექმნა, რათა შემდეგ ჰქონოდა დამატებითი არგუმენტები და ამით თავი ემართლებინა.

„თავიდანვე ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რისთვის შეიქმნა ეს კომისია. ყველამ ვიცოდით, რომ ეს კომისია შექმნეს, რათა შემდეგ ხელისუფლებაას ჰქონოდა დამატებითი არგუმენტები და ამით თავი ემართლებინა. მაგრამ, ეს კომისია შექმნილია კომისიისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაფერ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელშიც უნდათ, ოპოზიციამ რაღაცა დოზით მონაწილეობა მიიღოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები უახლოეს დღეებში დასრულდება
შემდეგი სტატია“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს