“ეს კოლონა ყოველთვის აღმოცენდება როცა ტალახი იქნება გასატანი” – გაბაშვილი ზოიძის განცხადებაზე

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ეს კოლონა ყოველთვის აღმოცენდება როცა ტალახი იქნება გასატანი – “ევროპული საქართველოს” წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გაბაშვილი, აკაკი ზოიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბატონო კაკი! მე ეს კოლონა პირველად 4 წლის წინ ვნახე. უცებ აღმოცენდნენ – გამრავლდნენ და ქუჩაში გამოეფინენ. ნიჩბებით და ურიკებით, ტოტებდაკაპიწებული შარვლებით, ფერადი მაიკებით. საოცრად ორგანიზებულები იყვნენ, მიზანსწრაფულები – სიტყვის სრული მნიშვნელობით ბრძოლა გაუმართეს ქალაქის ცენტრში დაღვრილ ტალახს, ქვაღორღს, მეწყერს. 3 დღეში დაასუფთავეს ქალაქი და გაქრნენ… ვინ იყვნენ? საიდან მოვიდნენ? სად დაორგანიზირდენ? რესურსები სად იშოვეს? ლიდერები ვინ არიან? – გაოგნებული სახეებით შესცქეროდა ერთმანეთს ყველა ყაიდის პოლიტიკური კლასის ბევრ ნანახი ხალხი – ტრადიციული და ,,პრაგმატული” სიფათებით. გაქრნენ. დაიფანტნენ – თავის ცხოვრებას დაუბრუნდნენ. არც ჯილდო უთხოვიათ, არც მადლობა, არც ეთერი, არც ტაში… სად არიან? კი – ცალცალკე სულ ვხედავდი – ზოგს პადზემკაში გიტარით ხელში, რასტამანის ვარცხნილობით, ზოგს აუდიტორიაში, ზოგს კონცერტზე, ზოგს ღამის კლუბში, ზოგს კაფეში. მაგრამ ცალცალკე – თავის ცხოვრებით. ცხოვრებით, სადაც არ თვლიან საჭიროდ იყვნენ ერთნაირები, არ იქექებიან ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, არ ბრაზობენ ვინ როგორ ერთობა, დიდად არ უყურებენ ნიუსებს, ჩვენ ძირითადად ვკიდივართ – პოლიტიკოსები. თავის ცხოვრება აქვთ – ერთი ოცდაათიათასიანი ერთობა არაა. ოცდა თუ რამდენიც იყო ათასი სხვადასხვა ტიპია – უბრალოდ ჩათვალეს, რომ ტალახია გასატანი. ჰოდა ექვსი წლის მერე ისევ ტალახი ქალაქის ცენტრში. უკვე გადატანითი მნიშვნელობით ტალახი. მაგრამ არანაკლებ საშიში და ამაზრზენი.

ტალახი რომელიც ღირსებას თხრის. კომუნისტი, პრავასლავნიკი, ოკუპანტი მათი სახელმწიფოს თავზე შემომჯდარი. და კოლონა ისევ შეიკრა – ზუსტად ისეთივე საქმიანი, მიზანსწრაფული, ფერადი, სხვადასხვანაირი, ჭკვიანი, ლამაზი, მტკიცე…. პოლიტიკოსები დგახართ მათ გვერდითო კი ვდგავართ გაოცებისგან ყბაჩამოვარდნულები – ან როგორ ლაპარაკობენ, ან როგორ მსჯელობენ, ან როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთი მშვიდობიანი და მტკიცე კოლონა, ლამაზი და ფერადი მე ჯერ არასოდეს მინახავს. იმ დღეს სიძულვილისა და აგრესიის ჯგუფები დაახვედრეს. რუსთაველი გადაუხერგეს და ყალბი, ზიზღნარევი, ქრისტიანობისგან დაცლილი ,,მლოცველები” დაუპირისპირეს? მთელი ღამე, დილამდე არ დაიღალა კოლონა – სილაღით, სიმღერით, სიყვარულით გახსნეს პროტესტი და არ მიატოვეს ალყაში 10 თავისიანი… ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ეს კოლონა არსებობს. ცოცხალია და ყოველთვის აღმოცენდება – როცა ტალახი იქნება გასატანი. ეს უფრო დიდი რამეა ამ ჩვენი სამშობლოსთვის ვიდრე არჩევნები, ვიდრე ძალაუფლება და ვიდრე რავი… ყველაფერი. ჰოდა როცა ამათ ლანძღავ – პოლიტიკაში კი არა ვერაფერი გაგიგია ცხოვრებაში.- წერს გოკა გაბაშვილი

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების გაძლიერება და დანაშაულთან ბრძოლა – ევროკავშირი საქართველოს 28 მილიონი ევროთი დაეხმარება
შემდეგი სტატია“ის კადრი ძალიან მნიშვნელოვანია”-ომბუდსმენი იმ მასალის შესწავლას იწყებს, რომელიც ადასტურებს, რომ პარლამენტზე შტურმი არ იგეგმებოდა