“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, ლაზარე გრიგორიადასის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“არ არის ეს მოულოდნელი, პირიქით, ალბათ, სენსაცია იქნებოდა, ეს ასე რომ არ მომხდარიყო. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს შეყვანილი ქვეყანა. თუ ლაზარე არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა, ვინ შეიძლება იყოს შეწყალების ობიექტი, რისთვის არის მაშინ ეს ინსტიტუტი,“ – ამბობს გიგა ბოკერია.