“ეს ყველაზე მძიმე 15 წუთი იყო ჩვენს ცხოვრებაში”, – თბილისში რუსი ტურისტები “ბარიგებად” მიიჩნიეს, დაედევნენ და სცემეს

საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები – სვეტა და ლიზა იმ ისტორიაზე ჰყვებიან, რომელიც 7 მაისს, თბილისთან ახლოს გადახდათ თავს და ამ ეპიზოდს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე მძიმეს მათ ცხოვრებაში. მათი თქმით, სამი ბიჭი გოგოებს თავს დაესხა, რადგან ისინი ე.წ. “დამდებებად” (ვინც დაფასოებულ ნარკოტიკებს ლოკაციებზე ათავსებს და ფოტოებს იღებს შესაბამისი ადგილმდებარეობის მითითებით, რათა შემდეგ გაყიდოს, -რედ.) მიიჩნიეს. რუსი ტურისტები წერენ, რომ სინამდვილეში ისინი ჰაიკინგიდან ბრუნდებოდნენ და თან ახლდათ ძაღლი:
“ბიჭებმა შეურაცხყოფა დაგვიწყეს, გვაგინებდნენ და ნარკოტიკებს გვთხოვდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ თან გვქონდა, რადგან გვაკვირდებოდნენ და მათი თქმით, “ზაკლადკებს” (ნარკოტიკების განთავსების ადგილი ისე, რომ მხოლოდ მყიდველმა ნახოს) ვიღებდით, რაც, ცხადია, ასე არ იყო.

ეს გახლდათ ყველაზე მძიმე 15 წუთი ჩვენს ცხოვრებაში. ისინი მოგვდევდნენ, გვირტყამდნენ თავში, ფეხებში, ერთი ჩვენგანი სიმაღლიდანაც კი გადავარდა”, – წერს ერთი ტურისტი და ზურგსა და ბეჭებზე მიღებული დაზიანებების ფოტოსაც აქვეყნებს – “ეს მხოლოდ ნაწილია იმ დაზიანებების, რაც მივიღეთ”, – წერს ის.

მისივე თქმით, დამნაშავეები ამოიცნეს, რადგან მანქანის ნომრები დაიმახსოვრეს.
“პოლიციამ მათი ვინაობა იცის, ბიჭებს პირობითი სასჯელი ემუქრება, თუმცა ეს მხოლოდექსპერტიზის ცატარების შემდეგ მოხდება, რომელიც დაზიანების მიღებიდან მეექვსე დღეს ჩაგვიტარდა და ჯერ პასუხიც არ გვაქვს”, – წერენ ტურისტები.

banner
წინა სტატიაშისაია: სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა
შემდეგი სტატია“ოცნება” MEGOBARI აქტის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს