მსახიობი დავით ბუშიტაიშვილი, რომელმაც რუსული კანონი ერთხელ უკვე სცენიდან გააპროტესტა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფება. მსახიობი ფიქრობს, რომ თუ პროტესტი ეროვნულ მოძრაობაში არ გადაიზრდა, მაშინ ქვეყანა დაიღუპება.
“ეს არის კანონი, რომელსაც ავტორიტარიზმისკენ მივყავართ და ვებრძვით ამ ყველაფერს. თუ საქართველოს დავკარგეთ, ყველას დაგვრჩება სამსახურები უკან. მივდივართ რუსეთისკენ და ეს არის ბოლო შანსი ჩვენთვის, ეს ყველაფერი თუ ეროვნულ მოძრაობაში არ გადაიზრდა, მაშინ დაღუპულები ვართ. ოღონდ ის კი არა, რომ მემგონი დაღუპულები ვართ, დაღუპულები ვართ! არ ვიცი აქედან მერე რამენი ათწლეული დასჭირდება და საერთოდ თუ ამოვალთ აქედან, – ამბობს დავით ბუშტაიშვილი.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.