NDI-საქართველოს ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც აშშ-მ საქართველოს მთავრობას დაუწესა, ქართული დემოკრატიის დასახმრებლად გაკეთდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემოება სწორად იქნეს აღქმული. თორტონი ამბობს, რომ აშშ მხარს ჭერს საქართველოს მოსახლეობის სურვილს, ევროკავშირის წევრი გახდეს.
არსებობს რისკი, რომ ეს სადამსჯელო ზომები არასწორად იყოს ინტერპრეტირებული. თქვან, თითქოსდა ეს ადასტურებს, რომ ამერიკა მტრულადაა განწყობილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ახსნა იმის, რომ ეს ყველაფერი ქართული დემოკრატიის დასახმარებლად კეთდება. მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის 70%-ზე მეტი მოსახლეობის სურვილს, გაერთაინდეს ნატოსა და ევროკავშირში. რომ ამ ქმედების მიზანია, გავაძლიეროთ მათი ძალისხმევა, – ამბობს ლორა თორტონი.