“ეს ყველაფერი ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს”- EPP-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე

“ევროპის სახალხო პარტიის” დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დაასრულდა. დელეგაციას EPP-ის ვიცეპრეზიდენტი, პაულო რანგელი, ხელმძღვანელობდა და 12 დელეგატთან ერთად “ენმ”-ს, “ევროპულ საქართველოს” და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრები.

ვიცეპრეზიდენტმა შეხვედრებზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე საუბრის გარდა, ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებები შეაფასა.

პაულო რანგელის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა, გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა, ბლოკების გაუქმება, საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დატოვება ეს ყველაფერი სამომავლოდ ძირს უთხრის და აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. “EPP”-ის ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში გატარებული მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებები პლურალიზმის განვითარებას დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხელს შეუშლის.

 

 

წყარო

 

banner
წინა სტატიაშიკორეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად მზად არის
შემდეგი სტატია1992 წელს, როცა გავიგე, რომ ქართველები აფხაზეთში შეიჭრნენ, მაშინვე იქეთკენ გავეშურე