“ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია – თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე”

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სანდრო თოფურია დიდი რაოდენობით რუსი ტურისტების საქართველოდან გასვლის შესახებ საუბრებს პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.

ახალგაზრდა ელჩის თქმით, სტატისტიკური მონაცემები პროპაგანდის მაჩვენებლებზე 12-ჯერ ნაკლებია.

“ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და ა.შ.

დიდი ექსპერტობა არ სჭირდება ამას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია – თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე.

მცირე სტატისტიკა:

გადავთვალოთ – დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 130-180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე”, – აცხადებს ახალგაზრდა ელჩი

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინციდენტი – ეუთოს წარმომადგენელი
შემდეგი სტატიარობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის