„ეს ხალხი არის ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგი“ – რუსთაველზე შეკრებილ აქციას დეპუტატი ნატო ჩხეიძე შეუერთდა

„ხალხი ძალიან ბევრის მომთმენია, მაგრამ როცა იმედი დაეშრიტება, საშიშია ხელისუფლებისთვის,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას, ზაზა სალარიძეს სმაძიმარი და თანადგომა გამოუცხადა„რუსთაველზე ახლა არის აღშფოთებული ხალხის და, რაღა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგი,. ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა ძალადობა ჯერ კიდევ 2004 წელს. ეს ხალხი, ეს საზოგადოება ჩვენს გევრდით იდგა, თუმცა მაშინ ხელისუფლება გავგვიმასპინძლდა ტყვიებით. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში – დაემხო ერთი ხელისუფლება სწორედ ამ მუდმვი და სისტემად ქცეული ძალადობის გამო. როდესაც ასე დაიძაბება ხოლმე ვითარება ქვეყანაში, ეს ყოველთვის არის უსამართლობის ძალიან ძლიერი განცდის შედეგი. ხალხს არ უნდა დაუშრიტო იმედი იმიტომ, რომ ხალხი ძალიან ბევრის მომთმენია, მაგრამ როცა იმედი დაეშრიტება, საშიშია ხელისუფლებისთვის!

ვფიქრობ, რომ ხალხს ჯერ კიდევ აქვს იმედი და ვისურვებდი, რომ ხელისუფლება ხალხის ამ იმედს, როგორც ხავსს უნდა ჩაეჭიდოს და დაუთმოს საზოგადოებას, რადგან არც ერთი მინისტრისა თუ თავმჯდომარის სკამი არ ღირს იმად, რომ პროცესები უმართავი გახდეს და მაშინ ყველანი გადავრჩებით,“ – განაცხადა აქციაზე მყოფმა ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილს აქციაზე ბოთლები ესროლეს
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: ეს საპროტესტო გამოსვლა ეფუძნება ნამდვილ და არა ფსევდო ფასეულობებს!