ეს კანონი თუ ევროკავშირში არის ამერიკულ-ბრიტანული, საქართველოში რატომ არის რუსული? – დიმიტრი ხუნდაძე

პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება და დასამალია ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება, მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ მეგობრობა ძალადობით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს მიუღებელია და სჯერა, რომ ჭეშმარიტი პარტნიორები საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ.

„ეს კანონი რუსული ვეღარ არის. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი ინიცირებიდან ერთი წელი გავიდა და ოპოზიცია არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ აქვს. უფრო მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავად ევროკავშირმა დააინიცირა, ხოლო საფრანგეთმა ქვედა პალატის თანხმობით მიიღო. ეს კანონი თუ ევროკავშირში არის ამერიკულ-ბრიტანული, საქართველოში რატომ არის რუსული? აჟიოტაჟი ძირითადად ატეხილია არასამთავრობო სექტორიდან. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში მოქმედებს შავი ფული და ძირითადი გამტარი არის არასამთავრობო სექტორი. კანონი მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, უცხოური ფული დადერეკლარირდეს და საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, საიდან შემოედინება, რა მიზნობრიობით, რისთვის იხარჯება და ვინ ხარჯავს მას.

არსებობს გარე ძალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, რომლებიც აყენებენ პირობას, რომ საქართველო თუ ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა. იბადება კითხვა, თუკი თავად ევროკავშირში ასეთი კანონი არსებობს, მაშინ, რატომ არ შეიძლება, ეს კანონი საქართველოს ჰქონდეს? პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება, სიმართლე არის დასამალი, დასამალი კი არის ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება, მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ მეგობრობა ძალადობით. ეს მინიმუმ მიუღებელია. მჯერა, რომ ქვეყნის გარეთ ჭეშმარიტი პარტნიორები ჭეშმარიტი დასავლური ურთიერთობებით საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ. თავად ევროკავშირში დგას საკითხი, რომ საჭიროა ამდაგვარი კანონის მიღება. გარე დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება და საზოგადოება მასში არ უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთიდან საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანეს
შემდეგი სტატია„პროევროპული პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით“